სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჯოანა ჯიანგი

ჯოანა ჯიანგი

დოქტორი ჯოანა ჯიანგი SEU-ში ბიზნეს გეგმის განვითარების (Business Plan Development) სალექციო კურსს კითხულობს.

ის აგრეთვე ასწავლის მეწარმეობას ლონდონის, ქოვენტრის უნივერსიტეტის (Coventry University London) მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტში. ჯოანას მეწარმეობით საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვს დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში.

ჯოანა ჯიანი მუშაობდა ევროკავშირსა და ჩინეთის მთავრობას შორის მენეჯერების გაცვლისა და ტრენინგების პროგრამების კოორდინატორად, კონსულტაციებს უწევდა ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტს მოწვეული ლექტორების გლობალური ქსელის შესაქმნელად MBA პროგრამებისთვის.

ჯოანას კვლევები მსოფლიოს წამყვან კონფერენციებზე იყო წარმოდგენილი, მაგალითად: ევროპის მენეჯმენტის კონფერენციაზე პარიზსა და რეიკიავიკში, ბაბსონის კოლეჯის მეწარმეობის კვლევის კონფერენციაზე აშშ-ში, მცირე ბიზნესისა და მეწარმეობის ინსტიტუტში დიდ ბრიტანეთში.

მისი კვლევის სფეროები მოიცავს ტრანსნაციონალურ მეწარმეობას, საოჯახო ბიზნესის განვითარებას, ეთნიკური უმცირესობების ბიზნეს სეგმენტების გაძლიერებასა და ქალთა ლიდერობას.

Message body empty