სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვორკშოფი თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“

01 მაისი, 2024

30 აპრილს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ვორკშოფი სკოლის მოსწავლეებისათვის თემაზე: „პირველადი სამედიცინო დახმარება“.

შეხვედრის ფარგლებში, SEU-ს სიმულაციურ კლინიკაში მედიცინის ფაკულტეტით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა ჩაატარეს სხვადასხვა მანიპულაცია თანამედროვე მანეკენებსა და სიმულატორებზე. 

ვორკშოფი ჩაატარეს SEU-ს სიმულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა და SEU-ს აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა ქეთევან ედიბერიძემ, ასისტენტ-პროფესორმა ირაკლი თოფურიამ, მოწვეულმა ლექტორმა დავით გიორგობიანმა და ოთარ მჭედლიშვილმა.

Message body empty