სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

მოცემული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს განათლების სფეროს მართვის სპეციალისტები, მენეჯერები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, განათლების პოლიტიკის მკვლევარები და ექსპერტები რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან განათლების სფეროს თანამედროვე, საერთაშორისო (დასავლურ) სტანდარტის შესაბამისი ხედვით და განათლების სისტემის განვითარების პრაქტიკული უნარებით.

პროგრამის ამოცანაა გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლების მომზადებულები იქნებიან თანამედროვე რეალიების განათლების სფეროში მოახდინონ საკუთარი პროფესიული რეალიზება, და აქტივში ექნებათ თანამედროვე განათლების წინაშე მდგარი გამოწვევების - ინტერნაციონალიზაცია, შრომის ბაზრების გლობალიზაცია, თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის აუცილებლობა, ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შემოღება, განათლებაში კომპლექსური, ინტერდისციპლინარული თემების აქტუალიზაცია - ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ასახვისა და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვების ჩამოყალიბებას, კონცეპტუალური საკითხების და დარგში არსებული ტენდენციების ცოდნის მაქსიმალურ გადაცემას.

პროგრამის კონცეფცია გულისხმობს განათლებისა და თანამედროვე, ლიდერობაზე დაფუძნებული მმართველობითი საქმიანობის სინთეზს, განათლების პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებთან ერთად, რაც ჯამში მრავალმხრივი ცოდნით აღჭურვილი პროფესიონალის მომზადებას განაპირობებს.

პროგრამის სტრუქტურა საშუალებას აძლევს სტუდენტს, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამოწვევებს. ეს გამოწვევები უკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულების ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებას, მმართველობითი და ეკონომიკური საქმიანობის ოპტიმიზაციას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ამაღლებასა თანამედროვე მეთოდოლოგიური სტანდარტებისა და მმართველობითი სტილის დანერგვას რაც საგანმანათლებლო სისტემის ინოვაციებისკენ სწრაფვას განაპირობებს.

Message body empty