English
EN GE

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, სეუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გთავაზობთ სტაჟირების პროგრამას „სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება“

 

პირობები:

  • სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე, კვირაში 5 დღე, 15 საათი. (სტაჟიორი თავად არჩევს გრაფიკს)
  • სტაჟირება არაანაზღაურებადია
  • სტაჟირების ადგილი: დღის ცენტრი „იალონი“, საგურამო

 

პროგრამის აღწერა:

  • სტაჟირების პროგრამის მიზანია, მოამზადოს დღის ცენტრების მომსახურების სტანდარტების, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე სპეციალისტი.
  • სტაჟირების პროგრამის მონაწილე შესაძლებელია დასაქმდეს სკოლებში, ბაღებში და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში სპეციალურ მასწავლებლად, ან ფსიქოლოგად.
  • სტაჟირების პერიოდში სტუდენტი იღებს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომელიც ფასდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, 100 ქულიანი სისტემით.
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ, დადებითი შეფასების შემთხვევაში, გაიცემა სერტიფიკატი.

 

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება
  • კანდიდატებს მიეცემათ დავალება, რის საფუძველზეც აირჩევიან საბოლოოდ სტაჟიორები

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@seu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირების პროგრამის დასახელება: სპეციალური პედაგოგის და ფსიქოლოგის მომზადება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი!

გისურვებთ წარმატებებს!