English
EN GE

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველო აცხადებს პრაქტიკისა და სტაჟირების კურსს ტექნიკურ სამსახურში სეუ-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

 

მოთხოვნები:

  • დაინტერესება ინჟინერიაში (სამრეწველო ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია, ენერგეტიკა და კავშირგაბმულობა);
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft office Excel, Microsoft office Word, Microsoft office Outlook);
  • დოკუმენტებთან მუშაობის უნარი.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;

 

პრაქტიკისა და სტაჟირების კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურში.

 

დაინტერესებულმა პირებმა,  გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: s.bibileishvili@mia.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „პრაქტიკა ტექნიკურ სამსახურში“