სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საბაკალავრო პროგრამები

პროგრამის სასწავლო კურსები, შინაარსის, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს აღმწერის სათანადო დონით - ერთსაფეხურიანი, მაგისტარტურასთან გათანაბრებული აკდემიური დონით.
პროგრამის სწავლის შედეგები შესაბამისობაშია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის N225 ბრძანებით დამტკიცებულ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელთან და ითვალისწინებს არა მხოლოდ საბაზო საბუნებისმეტყველო და კლინიკურ მეცნიერებებში თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ კლინიკური უნარების გამომუშავებასა და ამ პროფესიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას.
პროგრამის სწავლის შედეგები ასევე უზრუნველყჰოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას განათლების შემდგომ საფეხურზე-სადოქტორო საფეხურზე, ასევე დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების სფეროში და დასაქმების ბაზარზე, (კონკრეტული სახელმწიფო დაშვების წინაპირობების გთვალისწინებით).
მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულების მომავალი პერსპექტივა ითვალისწინებს რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებას, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომის შემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) კურსის გავლას, უმცროს ექიმად მუშაობას ან კვლევითი საქმიანობის განხორციელებას მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროებში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებას.

დარგობრივი კომპეტენციები

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს ექნება სამედიცინო საქმიანობისათვის აუცილებელი საბაზისო, კლინიკური, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ასევე მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, კერძოდ:

  • საბაზო საბუნებისმეტყველო, ქცევითი, სოციალური და კლინიკური საგნების ცოდნა;
  • წამლების ძირითადი ჯგუფების ცოდნა; პათოლოგიური მდგომარეობისა და დაავადებების შესაბამისად მათი დანიშვნის პრინციპების ცოდნა;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ცოდნა და ამ სისტემის ფარგლებში ექიმის როლის გაცნობიერება;
  • ეთიკური და სამართლებრივი ნორმების ცოდნა;
  • კლინიკური სურათის გააზრებისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების სირთულის გაცნობიერება.


ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

პროგრამის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

 1. პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა:

• ანამნეზის შეკრება
• ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება
• კლინიკური აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება
• განმარტებებისა და რჩევების მიცემა
• პაციენტის გამხნევება და მისი უფლებების დაცვა
• პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება

2. კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, დიფერენციული დიაგნოზის დასმა, დაავადების მართვის გეგმის შესახებ მსჯელობა:

• კლინიკური მოხსენების სირთულის გაცნობიერება და შეფასება
• შესაბამისი გამოკვლევების დანიშვნა და შედეგების ინტერპრეტაცია
• დიფერენციული დიაგნოზის გატარება
• პაციენტებსა და მათ მომვლელებთან დაავადების მართვის გეგმის განხილვა
• ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ოჯახზე ზრუნვა
• ქრონიკული დაავადების მართვა

3. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების დროს დახმარების გაწევა : (პირველადი დახმარება და სარეანიმაციო ღონისძიებები)

• გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის ამოცნობა და შეფასება
• გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობების მკურნალობა
• ბაზისური პირველადი დახმარების გაწევა
• გაიდლაინების შესაბამისი ბაზისური სიცოცხლის შემანარჩუნებელი და კარდიო-პულმონური სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება
• გაიდლაინების შესაბამისი გაფართოებული სიცოცხლის შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება
• ტრავმების მკურნალობა გაიდლაინების შესაბამისად.

4. წამლები და მათი დანიშვნა:

• მედიკამენტების გასაგებად და აკურატულად გამოწერა
• შესაბამისი წამლებისა და სხვა სამკურნალო ღონისძიებების კლინიკურ კონტექსთან დაკავშირება
• მედიკამენტური და სხვა სახის მკურნალობის შესაბამისობის განხილვა და პაციენტისთვის პოტენციური სარგებლისა და რისკის შეფასება
• ტკივილისა და დისტრესის მკურნალობა
• მედიკამენტების თავსებადობის გათვალისწინება მკურნალობის დანიშვნისას

5. სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება:

• სამეცნიერო კვლევის წარმოების მეთოდოლოგიის ცოდნა, კვლევის დიზაინის დეტალური დაგეგმვის მიღებული შედეგების დამუშავებისა და დასკვნების გაკეთების უნარი
• ბიომედიცინაში სამეცნიერო ლიტერატურის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე რეფერატის დაწერის უნარი
• სამეცნიერო კვლევის წარმართვის ეთიკის პრინციპების ცოდნის გამოყენება

6. ჯანრმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა

7. პრაქტიკული პროცედურების ჩატარება:

• წნევის გაზომვა
• გულის ცემის და სუნთქვის სიხშირის განსაზღვრა
• ვენეპუნქცია
• ლუმბალური პუნქცია
• ვენაში კათეტერის ჩადგმა
• სამკურნალო საშუალებების ვენაში შეყვანა და ინფუზიის მოწყობილობის გამოყენება
• ინექციის გაკეთება კანქვეშ და კუნთში
• ჟანგბადის მიწოდება
• პაციენტების ტრანსპორტირება და მათთან მოპყრობა
• ნაკერის დადება და სისხლის ტრანსფუზია
• შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
• შარდის და სისხლის რუტინული ანალიზის გაკეთება
• ელექტროკარდიოგრამის გადაღება და ინტერპრეტაცია
• სასუნთქი სისტემის ფუნქციური ტესტების ჩატარება


დასკვნის უნარი

აქვს ღრმა კლინიკური აზროვნება, შეუძლია კვლევის არასრული და წინააღმდეგობრივი მონაცემების კრიტიკული ანალიზი, დიფერენციული დიაგნოზის ჩატარება, დიაგნოზის ჩამოყალიბება და დასაბუთება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების, უნარებისა და ცოდნის გამოყენებით, კერძოდ:

  • პაციენტის დაავადებასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • დაავადების გამოვლინებისა და პაციენტზე ზემოქმედების ფსიქოლოგიური ფაქტორების შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • დაავადების გამოვლინებისა და პაციენტზე ზემოქმედების სოციალური ფაქტორების შეფასება და დასკვნის გამოტანა;
  • დაავადებასთან დაკავშირებული სტრესის დადგენა
  • ალკოჰოლსა და წამალზე დამოკიდებულების დადგენა
  • მტკიცებულებების გამოყენება პრაქტიკაში
  • შესაბამისი ლიტერატურული კვლევის სწორად განსაზღვრა და ჩატარება
  • გამოქვეყნებული ლიტერატურის კრიტიკული შეფასება, დასკვნების გამოტანა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია სამედიცინო კონტექსტში ეფექტური წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია, აქვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი, კერძოდ შეუძლია:

  • პაციენტთან კომუნიკაცია
  • კოლეგებთან კომუნიკაცია
  • კომუნიკაცია ცუდი ამბის შეტყობინებისას
  • პაციენტის ახლობლებთან და ნათესავებთან კომუნიკაცია
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაცია
  • კომუნიკაცია ინფორმირებული თანხმობის მისაღებად
  • წერილობითი კომუნიკაცია (სამედიცინო ჩანაწერების ჩათვლით)
  • კონფლიქტის შემთხვევაში კომუნიკაცია
  • კომუნიკაცია დამხმარე პირის საშუალებით
  • კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებსა და მასმედიასთან
  • ეფექტური კომუნიკაცია ნებისმიერ პირთან, განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა.
  • სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება (კლინიკური ჩანაწერების მოწესრიგებულად და სრულად შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის ამოღება, პრაქტიკულ საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, სპეციფიკური საინფორმაციო რესურსების მოძიება, ინფორმაციის შენახვა და შემდეგ მისი გამოყენება, პირადი ჩანაწერების შენახვის უნარი.)

სწავლის უნარი

შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა; აქვს დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მისი კრიტიკულად შეფასება; აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების აუცილებლობას; აქვს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი; შეუძლია სამედიცინო პრაქტიკასა და კვლევაში ბიომედიცინის სამეცნიერო პრინციპების, მეთოდებისა და ცოდნის გამოყენება; აქვს სამეცნიერო კვლევის წარმოების მეთოდოლოგიის ცოდნა; კვლევის დიზაინის, დეტალური დაგეგმვის, მიღებული შედეგების დამუშავების უნარი.

ღირებულებები

შეუძლია სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება, კონფიდენციალობის დაცვა; პაციენტის უფლებების დაცვა; პროფესიულ კონტექსტში მოლაპარაკების წარმართვა და კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა ნებისმიერ პირთან განურჩევლად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური ან ეთნიკური კუთვნილებისა. პაციენტთან და კოლეგებთან ურთიერთობისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
ასევე, შეუძლია მკურნალობის დროს ეთიკის პრინციპებისა და ანალიზის უნარის გამოყენება; ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ჩართვა, ჯანდაცვის სისტემაში ეფექტური მუშაობა, მკურნალობის ჩატარება, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს პაციენტისთვის ზიანის მიყენების რისკი, ინფექციის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების გატარება; საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გაცნობიერება და პროფესიულ მოვალეობებთან მიმართებით საკუთარი ჯანმრთელობის შეფასება; ჯანდაცვის ხელშეწყობის ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორც ინდივიდის, ასევე პოპულაციის დონეზე.

ზოგადი კომპეტენციები


ჯგუფში მუშაობის უნარი: აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, როგორც რიგით წევრს, ასევე ლიდერს. შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, კონფლიქტური და ფორსმაჟორული სიტუაციების მართვა.

ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი: კოლექტივში პრაქტიკული მუშაობის ჩვევები, პროფესიული სუბორდინაციის/ ადაპტაციის უნარი,
ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

დამოუკიდებლად მუშაობის უნარი: დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. შეუძლია თავის საქმიანობასთან დაკავშირებული რესურსების სწორად დაგეგმვა. პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოზე და შეუძლია მისი შეფასება და კრიტიკა.

ეთიკური პრინციპების დაცვის უნარი: იცავს ეთიკის პრინციპებს კოლეგებთან, პაციენტებთან და არასპეციალისტებთან ურთიერთობაში. შეუძლია ეთიკური დილემის ანალიზი და გადაჭრა.

სწავლის/ცოდნის მუდმივი განახლების უნარი: შეუძლია სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, შეუძლი საკუთარი სწავლის პროცესის მართვა. აცნობიერებს ცოდნის განუწყვეტელი განახლების აუცილებლობას; აქვს საკუთარი ცოდნის და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი.

კვლევის უნარი: აქვს კვლევითი სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობის უნარი, შეუძლია სამეცნიერო ნაშრომების კრიტიკული ანალიზი, აქვს კვლევის დაგეგმვის, მეთოდების და სამეცნიერო ცოდნის გამოყენების უნარი; შეუძლია დოკუმენტური მასალის მოგროვება, კვლევის საგნის ირგვლივ ლიტერატურის მიმოხილვა, მიღებული მონაცემების დამუშავება, კვლევის შედეგების პრეზენტაცია და კამათში მონაწილეობის მიღება. იცნობს კანონმდებლობისა და ბიოეთიკის პრინციპებს კვლევებთან მიმართებაში

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი: იცნობს და თავისუფლად იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT) შეუძლია მათი მეშვეობით ინფორმაციის მოძიება; შეუძლია მულტიმედიის და ელექტრონული ინტერაქტიული პროგრმების გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეუძლია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამოუკიდებლად ათვისება; აქვს კომპიუტერის, საოფისე პროგრამების გამოყენების უნარი; აქვს ინფორმაციის წყაროების მოძიების უნარი, ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების უნარი, ელექტრონულ ფორმატში კომუნიკაციის უნარი.

Message body empty