EN GE

SEU თანადაფინანსება არის სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე დამოკიდებული წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება უნივერსიტეტის პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის ოდენობაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლიდან გამომდინარე.

SEU-ს თანადაფინანსების ოდენობის დადგენის წესი სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე:

შეფასებამინიმალური ქულა წინა სემესტრშითანადაფინანსების ოდენობა
A 91-100 ქულა 1000 ლარი
B 81-90 ქულა 520 ლარი
C 71-80 ქულა 470 ლარი
D 61-70 ქულა 420 ლარი
E 57-60 ქულა 370 ლარი
E 51-56 ქულა 0
Fx 41-50 ქულა 0
F 0-40 ქულა 0

SEU-ს თანადაფინანსების მიღების უფლება სტუდენტს აქვს შესაბამის პროგრამაზე სწავლის გეგმური პერიოდის (4 სასწავლო წლის) განმავლობაში, სწავლის მეორე სემესტრიდან.

თითოეული სემესტრისათვის თანადაფინანსების ოდენობა გაიანგარიშება დამოუკიდებლად, წინა აკადემიური სემესტრში სწავლის შედეგების გათვალისწინებით.

მიღებული თანადაფინანსება აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.

SEU-ს თანადაფინანსების მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს:

  • შუალედური ან დასკვნითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
  • დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
  • თანადაფინანსების ნაცვლად SEU სტიპენდიის მიღების უფლების არჩევის შემთხვევაში
  • სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში