EN GE

სტატუს შეჩერებული სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გზით;

სტატუსის აღდგენისთვის სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტს წარმოუდგინოს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღმოფხვრილია მისთვის სტატუსის შეჩერების გარემოებები და დააფიქსიროს ელექტრონული განაცხადი სტატუსის აღდგენის თაობაზე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ინდივიდუალურ გვერდზე.

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სემესტრი განისაზღვრება მოქმედ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის (სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესის მიხედვით) გზით.