EN GE

პროგრამის მიზანი

მოცემული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები, მენეჯერები, კონსულტანტები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე, საერთაშორისო ცოდნას, დარგობრივ ხედვებს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
პროგრამის ამოცანაა გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლების მომზადებულები იქნებიან ადამიანური რესურსების მართვის ყველა მაპროფილებელი მიმართულებებში და აქტივში ექნებათ აუცილებელი უნარ-ჩვევები და სამუშაო ინსტრუმენტები. ამავდროულად, პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს დარგობრივი ხედვების ჩამოყალიბებას, კონცეპტუალური საკითხების და დარგში არსებული ტენდენციების ცოდნის მაქსიმალურ გადაცემას.

პროგრამის კონცეფცია გულისხმობს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის და ბიზნესის მიმართულებების გაერთიანებას და ამ გზით უპირატესობის მოპოვებას იმ პროგრამებთან შედარებით, რომლების ვითარდებიან რომელიმე ცალკეული დარგის ბაზაზე.

პროგრამის სტრუქტურა საშუალებას აძლევს სტუდენტს, რომ მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ორგანიზაციის გამოწვევებს. ეს გამოწვევები უკავშირდება, ორგანიზაციულ და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, შესრულების (შედეგიანობის) მართვას, ცვლილებებისა და ინოვაციების დაგეგმვას. პროგრამა სრულად მოიცავს ორგანიზაციის ფსიქო - სოციალურ ასპექტებს, ბიზნესის მოთხოვნებს, საკანონმდებლო ნორმებს, ორგანიზაციული კვლევისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებს.
პროგრამა მიმართულია ადამიანური რესურსების სფეროში არსებული თანამედროვე ხედვებისა და ფასეულობების ჩამოყალიბებასა და ამავდროულად კონკრეტული ინსტრუმენტების გაცნობა/ათვისებაზე.

პროგრამა მოიცავს ინოვაციურ კომპონენტს, რომელიც გულისხმობს რეალური საკონსულტაციო პროეტების განხორციელებას, რაც შესაძლებლობას მისცემს პროგრამის მონაწილეებს მოირგონ კონსულტანტის როლი და რეალურ პროექტებში დაგეგმონ და განახორციელონ არმ აქტივობები.