EN GE

სწავლის შედეგები

ტურიზმის დამატებითი (minor) პროგრამის სასწავლო კომპონენტების (სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას.

ცოდნა და გაცნობიერება

  • ტურიზმის დამატებითი (minor) პროგრამის ბინზესის ადმინისტრირების ბლოკის გავლის შედეგად სტუდენტს:
  • აქვს ბიზნესის შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ბიზნესის ძირითად კონცეფციებს და მოდელებს, გაცნობიერებული აქვს ბიზნესის შესწავლის მნიშვნელობა, საზოგადოების განვითარებაში მისი დანიშნულება და ფუნქციები, იცის ბიზნესის სფეროში გამოყენებული ძირითადი ცნებები, ტერმინები, და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; 
  • სტუდენტმა იცის საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგადი კანონზომიერების განსაზღვრა; საბაზრო მოთხოვნა-მიწოდება, წონასწორობა, ფასები; ბაზრის ორგანიზაციის ფორმები;სასაქონლო, სამუშაო ძალის და კაპიტალის ბაზრების დახასიათება; ქვეყნის ეკონომიკის ორგანიზების ზოგადი პრინციპები; ქვეყნის ეკონომიკის როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უმ¬თავ¬რესი კანონზომიერებები და მექანიზმები; 
  • სტუდენსტს აქვს მენეჯმენტის შესახებ ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს მენეჯმენტის ძირითად კონცეფციებს და მოდელებს, გაცნობიერებული აქვს მენეჯმენტის შესწავლის მნიშვნელობა, საზოგადოების განვითარებაში მისი დანიშნულება და ფუნქციები, იცის მენეჯმენტის სფეროში გამოყენებული ძირითადი ცნებები, ტერმინები, და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; 
  • სტუდენსტს აქვს მარკეტინგის შესახებ ფართო ცოდნა, იცის მარკეტინგის სფეროში გამოყენებული ძირითადი ცნებები, ტერმინები, და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

საბაკალავრო პროგრამის ტურიზმის ბლოკის გავლის შედეგად სტუდენტმა:

  • იცის ტურიზმის როლი ადამიანის ცხოვრებაში და ტურისტული მომსახურებისადმი მომხმარებელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები /მოლოდინები. ტურიზმის ძირითადი ცნებები და სახეობები, ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა; 
  • ტურიზმის მმართველობითი კატეგორიები, შეისწავლა ტურიზმი, როგორც მენეჯმენტის ობიექტი, ტურიზმის მენეჯმენტის სისტემა.
  • სტუდენტმა იცის ტურიზმის სფეროში მარკეტინგის კონცეფციის რეალიზაციის თავისებურებები; ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის პრინციპები; ტურისტული პროდუქტის მიზნობრივი ბაზრის შეფასების კრიტერიუმები;
  • იცის ტურის პროექტირების არსი, მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის; იცის ტურისტული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები; ტურისტული მარშრუტის ტექნოლოგია; ერკვევა ტურისტული ფირმის ფუნქციონირების თავისებურებებში; 
  • იცის სასტუმრო ბიზნესის განვითარების, სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები, სასტუმროს სტრუქტურა, სასტუმროს პერსონალის ფუნქციები, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • გააცნობიერა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული დარგის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ფაქტორის ადგილისა და როლის მნიშვნელობა; იცის ტურიზმის სფეროში ბიზნეს–გეგმების შედგენისა და განხორციელების თეორიული ასპექტები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

  • სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად ბიზნეს-გეგმის შედგენა და საკუთარი საქმისათვის დაფინანსების წყაროების მოძიება;
  • სტუდენტს აქვს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების ზოგადთეორიული პრობლემების იდენტიფიცირების, შეფასების, მათი გადაჭრის ფორმებსა და მეთოდებში ორიენტირების უნარი; მიკროეკონომიკურ დონეზე საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების დასმისა და არგუმენტურებული პასუხის გაცემის უნარი.
  • სტუდენტს შეუძლია ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა; მენეჯერულ გადაწყვეტილებებში ცვლილებების აღქმა და პრობლემის ანალიტიკური და შეკონომიკური ამოცანების მათემატიკური მოდელის ჩაწერა;
  • სტუდენტს შეუძლია სამეწარმეო საქმიანობაში მარკეტინგის გამოყენების მიზანშეწონილობის დადგენა; 
  • სტუდენტს შეუძლია ტურიზმის ძირითადი სახეობების/მიმართულებების შეფასება და ახდენს მათ ჩართვას ტურის დაგეგმვის ტურისტულ საწარმოში შეუძლია საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და რესურსების განაწილება.
  • სტუდენტს შეუძლია მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის ორგანიზაცია; ტურპროდუქტის პოზიციონირება ბაზარზე;
  • შეუძლია ტურის დაგეგმვა და განხორციელება, იყენებს ტრანსნაციონალური ტუროპერატორული კომპანიების სფეროში მიმდინარე პროცესების ექსპერტული შეფასების მეთოდიკას; 
  • შეუძლია სასტუმრო და საცხოვრებელი დაწესებულებების მართვა; სასტუმროთა ტექნიკური და ორგანიზა¬ცი¬უ¬ლი (განთავსება, ტრანსპორტით, კვებით და სასტუმრო სხვა სერვისით მომსახურება) ხასიათის პრობლემების გამოვლენა და ანა¬ლიზი

დასკვნის უნარი

  • შეუძლია ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და მისი გააზრება დროისა და სივრცის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიზნეს გარემოს ზოგადი ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა; 
  • აქვს ტურიზმის სფეროს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემის ანალიზის, სტრუქტურირების და გადაჭრის უნარი, ასევე პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვისა და კონტროლის უნარი. 
  • შეუძლია შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგების სწორად ფორმულირება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
  • გააჩნია სასტუმრო ბიზნესის პრობლემების პროგნოზირებისა და შეფასების უნარი.

კომუნიკაციის უნარი

  • სტუდენტს შეუძლია კომუნიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და დისკუსიაში მონაწილეობა შესაბამისი არგუმენტაციითა და ტერმინოლოგიის გამოყენებით. 
  • შეუძლია ტურიზმის საკითხებზე წერილობითი ანგარიშის და პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და წარდგენა არასპეციალისტებთან.
  • სტუდენტს შეუძლია პროფესიული დისკუსიებში მონაწილეობა და ზეპირი პრეზენტაცია მშობლიურ ენაზე.

სწავლის უნარი

  • ბიზნესის და ტურიზმის სფეროში ცალკეული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების გააზრების მიზნით სტუდენტს შეუძლია ხელმი¬საწვდომი ლიტერატურისა და არსებული რესურსების გამოყენებით გაიღრმავოს ცოდნა.
  • გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც პროფესიაში წარმატების პირობა; გააცნობიერა უწყვეტი განათლების აუცილებლობა.
  • ინფორმაციის წყაროების (ბიბლიოგრაფია, დოკუმენტები, ვებ-გვერდები) მოძიების, რეალური წყაროს განსაზღვრისას სტუდენტი არსებული რესურსების დახმარებით მართავს საკუთარ სწავლებას და აფასებს მას.

ღირებულებები

  • სტუდენტს გააზრებული აქვს რა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, მიზანდასახულად მიისწრაფის საზოგადოებრივი ფასეულობების დამკვიდრებისაკენ, პატივს სცემს ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
  • იცავს ეთიკურ ნორმებს.
  • გააცნობიერა ტურიზმის შემეცნებითი, კულტურულ–გამაჯანსაღებელი როლი ადამიანის ცხოვრებაში; აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობას ტურისტულ ორგანიზაციაში და საზოგადოებაში.