სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კრებულის პრეზენტაცია - “COVID -19: გამოწვევები. გლობალური და ევროპული ახალი სოციალური წესრიგი ”

21 ოქტომბერი
Zoom.us 15:00

23 ოქტომბერს, გაიმართება კრებულის ონლაინ პრეზენტაცია - COVID -19გამოწვევები.  გლობალური და ევროპული ახალი სოციალური წესრიგი ”.

აღსანიშნავია, რომ კრებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU - ს თანამონაწილეობი გამოიცა.

წინამდებარე კრებული წარმოადგენს COVID -19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ანალიზსს _ როგორც გლობალური, ისე საქართველოს მასშტაბით. კრებულში წარმოდგენილია წამყვანი ევროპელი, ამერიკელი და ქართველი სწავლულების ხედვები თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. 

მართალია, ერთი შეხედვით, ეს კრიზისი გამოწვეულია სამედიცინო ეპიდემიოლოგიური პრობლემით, მაგრამ მისი შედეგები იმდენადღრმად და ყოვლისმომცველად შეეხო საზოგადოებას, რომ არ დაუტოვებია არცერთი საარსებო სფერო (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური), რომელსაც ეს კრიზისი აცდა. განსხვავებით სხვა ტიპის კრიზისებისაგან, რომლებიც არაერთია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, კორონა-კრიზისმა მართლაც გლობალური ხასიათი მიიღო. ამდენად, სრულიად სამართლიანია  მოსაზრება, რომ ეს კრიზისი თანამედროვე საზოგადოებას არსებით პირობად უყენებს მისი არსებობის ნირის გადააზრებისა და გარდაქმნის აუცილებლობას.

წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ცნობილ მეცნიერთა ინტერვიუები და მოსაზრებები, მაგალითად  როგორიცაა მარკუს გაბრიელი, სლავოი ჟიჟეკი, ჯუდიტ ბატლერი, იურგენ ჰაბერმასი, ვარენ მონტაგი, ოტფრიდ ჰიოფე,შტეფან გოზეპატი და სხვები. 

კრებულის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU - ში, დასწრება თავისუფალია ონლაინ  რეჟიმში, ზუმის პლატფორმაზე:  

https://seu.zoom.us/j/4412050602?fbclid=IwAR05xWtsZN_Rvh3ZW4uvlRa5Sfj7SRyqAk8I0DtEfewkT77y7ViEoiwuTME#success

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრისბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრეგაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScR6F2vwf1x9RcFnS-L6wNLUQIiBA_mCTlc5AUigo4L-zSk_g/viewform?fbclid=IwAR3X0mV5--sow7GNq49S0_b79cqCOn8MSgSTIvNfQarnF18XiAmKtA-sZCU 

დრო: 15:00 სთ 

პრეზენტაციას გაუძღებიან სეუს ვიცე რექტორი სამეცნიერო -კვლევითი მიმართულებით - ანა ფირცხალაშვილი და პროფესორი მამუკა ბერიაშვილი. 

Message body empty