სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ,,იპოვე შენი პროფესია“

29 ოქტომბერი
zoom.us 17:00

3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ორგანიზებით ჩატარდება ონლაინ ტრენინგი, ,,იპოვე შენი პროფესია“. 

ტრენინგის მიზანია დამსწრე საზოგადეობას დაეხმაროს ინფორმაციის მიღებაში პროფესიულ საკითხებზე და ასწავლის მათ თუ როგორ შეარჩიონ თავიანთი მომავალი პროფესია.

ტრენინგის ხელმძღვანელობით, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ითამაშონ ,,როლურ თამაშები“, ისაუბრონ საკუთარ თავსა და სამომავლო პროფესიულ წარმოდგენებზე.

ტრენინგის მიზანია დაგეხმაროთ ფსიქოლოგიური კუთხით მიუდგეთ თქვენს პიროვნებასა და მომავალ პროფესიას. შეხვედრა გაიმართება დისკუსიის ფორმით.

ონლაინ ტრენინგს წარუძღვება SEU-ს ფსიქოლოგიის პროგრამის მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და გეშტლატთერაპევტი - მაგდა ფერაძე .

მაგდა ასევე მუშაობს ფსიქოტერაპიის სახლში - ,,კამარა“
იგი არის ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპევტი.

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაცია ფორმა: shorturl.at/isCIS

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ, სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.

საათი 17:00

Message body empty