არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

USAID-PROLoG-ი აცხადებს პოსტერების კონკურსს

06 ნოემბერი
17:00

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში,  კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity) მიერ გამოცხადდა პოსტერების კონკურსი.

კონკურსის აღწერა:

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და მოიაზრებს როგორც ფემიციდს, ოჯახში ძალადობას და სექსუალურ შევიწროვებას, ასევე დისკრიმინაციას არსებული სტერეოტიპების გამო.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გენდერული ნიშნით ძალადობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანია იწყება 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, და გრძელდება 10 დეკემბრამდე.

წელს, 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, USAID/PROLoG-ი აცხადებს პოსტერების კონკურსს. პოსტერები უნდა შეიქმნას გენდერული ძალადობის თემატიკის გარშემო და დაეფუძნოს USAID/PROLoG-ის მიერ გამოცხადებულ წინა კონკურსში “შეცვალე ქალის მჩაგვრელი გამონათქვამები” გამარჯვებულ ფრაზებს.

პოსტერები უნდა შეიქმნას შემდეგი გამონათქვამების გარშემო:

1. “წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე მართალი ქალისაო”

2. „ცოლ-ქმრის ჩხუბი ბრიყვს ოჯახის საქმე ეგონაო”

3. "ქალი - სწორი, ვაჟი - სწორი - ორნი ქვეყნის თანასწორი 

განცხადებები მიიღება 2020 წლის 25 ნოემბრამდე (17:00 სთ), ელ.ფოსტაზე:

elekishvili@ewmi.org

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: 

https://www.facebook.com/EWMIPROLoG/posts/1325734634427235

https://www.facebook.com/EWMIPROLoG/posts/1325727161094649