სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასერტიფიკატო კურსი ნატო-ს თემატიკაზე სტუდენტებისთვის

09 დეკემბერი
zoom.us

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთთნამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში SEU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ნატო-ს თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსში.

გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/Yrcrc6owWxHKc7528

კურსი შედგება ხუთი ვებინარისგან და მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ მეტი ნატოს ისტორიაზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები.

ვებინარები გაიმართება 9, 11, 18, 21 და 23 დეკემბერს (თითო ლექციის ხანგრძლივობა 60-90 წუთი).

ვებინარი ქართულ ენაზე ონლაინ პლატფორმის (Zoom) საშუალებით ჩატარდება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ცენტრის ყველა კურსი მონაწილეებისათვის უფასოა.

ღონისძიება იმართება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

Message body empty