სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჟურნალისტიკის კვირული

21 დეკემბერი
zoom.us

21-26 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს  გიწვევთ  სეუ-ს ჟურნალისტიკის პროგრამის და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების კვირეულზე სახელწოდებით: „პროფესია – ჟურნალისტი“.

კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ცოდნის ამაღლებას ჟურნალისტიკის სფეროში მიმდინარე ცვლილებების და გამოწვევების, პროფესიული სტანდარტების,  მედიაინდუსტრიაში  საქმიანობისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარების შესახებ.

კვირეულის ფარგლებში სპიკერები  ისაუბრებენ ჟურნალისტიკის ისეთ თემებზე როგორიცაა:

  • მედია-ეთიკის სტანდარტები;
  • კრიზისული სიტუაციების გაშუქება;
  • ქართული სპორტის ჟურნალისტიკა;
  • ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში;
  • კულტურის საკითხები მედიაში;
  • ტელეჟურნალისტი და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 

თემა: „სპორტის ჟურნალისტიკა“ ქართული სპორტის ჟურნალისტიკის გენეზისი და განვითარების ეტაპების მნიშვნელოვანი ასპექტები

  • დრო & თარიღი: 21.12.2020  – 14.00  
  • სპიკერი: ვაჟა დანელია - სეუს მოწვეული ლექტორი; სპორტის ჟურნალისტი; სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით; საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; სერგეი მესხის, ნოდარ გუგუშვილისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრემიების ლაურეატი; 
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/3yKKMLKqRbe9KJqc6

 

თემა: „ინფორმაცია ღია მონაცემებიდან“

  • რა  არის ღია მონაცემები, რითი განსხვავდენა დახურული ინფორმაციისგან. სად და როგორ მოვიძიოთ ღია ინფორმაცია და როგორ გამოვიყენოთ.
  • დრო & თარიღი: 22.12.2020   13:00
  • სპიკერი: რუსუდან მაჩაიძე, საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, უფროსი ანალიტიკოსი, სეუ-ს ასოცირებული პროფესორი.
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/HbM11dva5FQsXWZn7

 

თემა: „რა გამოწვევების წინაშე დგას ტელეჟურნალისტი თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში“.

  • დრო & თარიღი: 23.12.2020  - 13.00  
  • სპიკერი: თინათინ მაჭარაშვილი - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი.
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/mu8PmmggHpEs5QHy7

თემა: „რა არის კულტურა, ცოცხალი ტექსტი, რამდენად მიემართება ერთმანეთს კულტურული ტრადიცია, თანამედროვე თემატიკა და ინტერპრეტაცია.“

  • დრო & თარიღი: 24.12.2020  – 13.00  
  • სპიკერი: ხათუნა ჭანიშვილი  - სეუს  მოწვეული ლექტორი, ასოცირებული პროფესორი,
  • ტელეჟურნალისტი.
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/U9gowYiPNzcuZQSG8

თემა: „ბავშვთა საკითხების გაშუქება“ - ლექციის მიზანია,მონაწილეებმა შეიმეცნონ მედიის პასუხისმგებლობა - დაიცვას ბავშვის ინტერესები

  • დრო&თარიღი: 25.12.2020   – 13.00  
  • სპიკერი: ნინო  ჩერქეზიშვილი სეუ-ს ასისტენტ პროფესორი,  ხეოლოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ჟურნალისტი.
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/wSYUAyqjvBAjHjZ9A 

თემა: „კრიზისული სიტუაციების გაშუქება“ - ტრენინგზე განხილულ იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა:

  • როგორ აშუქებს მედია კრიზისულ სიტუაციებს
  • რაზე უნდა ამახვილებდეს მედია კონფლიქტების, კრიზისული სიტუაციებისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ყურადღებას
  • რა ეთიკურ სტანდარტებს უნდა იცავდეს მედია
  • დრო & თარიღი: 26.12.2020   შაბათი  – 16.00  
  • სპიკერი: თამარ ნარინდოშვილი-მასობრივი კომუნიკაციების დოქტორი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუს მოწვეული ლექტორი; გადაცემა „პირველი ხაზის“ პროდიუსერი.
  • სარგეისტრაციო ფორმა: https://forms.gle/Y8sqt1x61i9LrZpp7

 

დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ მითითებულ ნომრებზე. შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს.

ტელ: 2 90 00 00 (27)

E-mail: [email protected]

Message body empty