არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგი თემაზე: "ERP სისტემები და მათი გამოყენება"

26 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 19:00

სეუ-სა და კომპანია INFINATI-ს თანამშრომლობით სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა გაიაროთ ორდღიანი უფასო ტრენინგი ERP სისტემებისა და მათი გამოყენების შესახებ.

INFINATI-ბიზნეს პროცესების მართვისთვის შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ერთიანი სისტემაა, რომელიც 2012 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და სრულყოფილ მომსახურებას უწევს არაერთ უმსხვილეს კომპანიას.

ERP (Enterprise Resource Planning) მენეჯმენტს საშუალებას აძლევს კომპანია საუკეთესო ბიზნეს გამოცდილებით მართოს.

ERP სისტემებს იყენებენ მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნეს ერთეულების, მათ შორის სავაჭრო, საწარმოო, სადისტრიბუციო, სამშენებლო და სხვა კომპანიების ეფექტურად მართვისა და აღრიცხვიანობის უზრუნველსაყოფად.

ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

შეხვედრის დრო და ადგილი: 26-27 ნოემბერი, 19:00 საათი, სეუ-ს ახალი კამპუსის 3/04 აუდიტორია.

მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

დარეგისტრირდი