სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საჯარო ლექცია თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“

29 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 19:00

29 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გაიმართება საჯარო ლექცია „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“.

შეხვედრას გაუძღვება საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კოალიციის ხელმძღვანელი, ლევან ბოძაშვილი, რომელიც ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს;
  • ხელოვნური ინტელექტი საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში;
  • ხელოვნური ინტელექტი იურისპუდენციაში;
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიაში.

სპიკერის შესახებ: ლევან ბოძაშვილი გახლავთ საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კოალიციის ხელმძღვანელი, ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის მკვლევართა ჯგუფის წევრი, ნიუ-იორკის ფორდჰამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიწვეული პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბელფერის ცენტრის მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე.

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული:

დარეგისტრირდი

Message body empty