საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სეუ-ს ბიზნესის მართვის სკოლის, მენეჯმენტის პროგრამის ხელმძღვანელობის იდეითა და ბიზნესის კლუბის სტუდენტთა ჩართულობით, ცხადდება სტუდენტური ბიზნეს იდეების კონკურსი „სეუ სტუდენტური სტარტაპი 2020“.
კონკურსის მიზანია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის მართვის სკოლის სტუდენტები წაახალისოს ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმოდგენისთვის და ხელი შეუწყოს სტუდენტურ გუნდებს ბიზნეს იდეის მოფიქრების, დახვეწის, განვითარებისა და დაფინანსების გზების ძიების გამოცდილების მიღებაში.
სტუდენტური ბიზნეს იდეების კონკურსი 4 ეტაპისგან შედგება:
I ეტაპი: 16-25 დეკემბერი - საკონკურსო კომისისთვის ბიზნეს იდეების ელექტრონული ფორმით გაგზავნა;
შემდეგ ეტაპზე გადასული გუნდების სია გამოცხადდება 26 დეკემბერს.
II ეტაპი: 27 დეკემბერი - შერჩეული ბიზნეს იდეების ავტორებთან გასაუბრებების ჩატარება;
ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდების სია გამოცხადდება 28 დეკემბერს.
III ეტაპი: 28 დეკემბრიდან 12 იანვრამდე - სრულყოფილი ბიზნესგეგმის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა;
8 და 9 იანვარი - ფინალურ ეტაპზე გადასულ სტუდენტებს ბიზნესგეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციებს გაუწევენ მენტორები.
IV ეტაპი: 15 იანვარი - საკონკურსო კომისიის წინაშე საბოლოო პრეზენტაციების წარდგენა და გამარჯვებულების გამოვლენა.
გამარჯვებულთათვის:
კონკურსში გამარჯვებული სამი გუნდი 2020 წლის თებერვალში გაემგზავრება ბაკურიანში, სადაც მონაწილეობას მიიღებს 3 დღიან ვორკშოპში თემაზე: „სტარტაპის დაწყება და მართვა“.
ასევე, ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა ბიზნეს იდეა დაიხვეწება მენტორების დახმარებით და აიტვირთება „სტარტაპ საქართველოს“ ვებ-გვერდზე დაფინანსების მოსაპოვებლად.
მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის მართვის სკოლის ბაკალავრიატის ნებისმიერი კურსის სტუდენტებისგან შემდგარ 3 კაციან გუნდებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე: