პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
სწავლების ენა: ინგლისური
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს გაცვლით სემესტრს (გაზაფხულის სემეტრი) ტურიბას უნივერსიტეტში შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის:
I საფეხური (ბაკალავრიატი) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია. სწავლის პერიოდი: 06.01.2020–30.04.2020.
II საფეხური (მაგისტრატურა) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, სამართალი.
მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის: მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა (2,2+)). სწავლის პერიოდი: 03.02.2020 – 31.05.2020.
ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)
გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.
პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია აღნიშნულ ლინკზე:
შედეგების გამოცხადების შემდგომ, ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატით აღნიშნულ მეილზე: [email protected]