სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მიღება ELSA Tbilisi-ში

14 ოქტომბერი, 2019

თუ ხარ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი/კურსდამთავრებული ან მაგისტრატურის სტუდენტი/კურსდამთავრებული, ამავდროულად ხარ მოტივირებული შრომისმოყვარე და გაქვს მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა, გაქვს შანსი დაიწყო წარმატებული კარიერა ელსასთან ერთად!

elsa ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi) საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, გიწვევთ ელსას სხვადასხვა მიმართულების აპარატში, მათ შორის:

  • გენერალური მდივნის აპარატი (IM);
  • ფინანსური მენეჯერის აპარატი (FM)
  • მარკეტინგის სფეროში ვიცე-პრეზიდენტის აპარატი (MKT);
  • აკადემიური საქმიანობის სფეროში ვიცე-პრეზიდენტის აპარატი (AA);
  • სემინარებისა და კონფერენციების სფეროში ვიცე-პრეზიდენტის აპარატი (S&C)
  • სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების სფეროში ვიცე-პრეზიდენტის აპარატი (STEP).

შენ შესაძლებლობა გაქვს:

  • შეისწავლო გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის სპეციფიკა;
  • შეისწავლო მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
  • მიიღო უცხოელ კოლეგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დაეუფლო შენი სპეციალობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს;
  • შეისწავლო მარკეტინგული სტრატეგიები;
  • გააუმჯობესო პროექტის დაგეგმვისა და წარმართვის პრაქტიკული ცოდნა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 15 ოქტომბერი, 23:59 საათი გასაწევრიანებლად შეავსე სააპლიკაციო ფორმა:

სააპლიკაციო ფორმა

საკონტაქტო პირი: მარიამ გეწაძე, „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი”-ს პრეზიდენტი 
555 35 75 74
[email protected]

გისურვებთ წარმატებებს !

Message body empty