არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დავით წულაიას საჯარო ლექცია სეუ-ში

12 დეკემბერი, 2019

ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა".

შეხვედრას უძღვებოდა  დავით წულაია, რომელმაც  თემის ირგვლივ, ფრანგი სოციოლოგისა და კრიმინოლოგის, ემილ დიურკჰეიმის ნაშრომებზე დაყრდნობით ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.