საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „ნიღაბი 2019“.
სეუ-ს სტუდენტებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „დორიან გრეი“, ოსკარ უაილდის რომანის მიხედვით. ჟიურის მიერ შეფასდა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ყველა სპექტაკლი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალური დასის სტუდენტები: ელენე გიგინეიშვილი და ლევან ჩერქეზია დაჯილდოვდნენ ნომინაციებში: „ქალის მეორე ხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი“ და „ეპოზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი“.
ფესტივალის საპატიო პრიზი მხარდაჭერისთვის გადაეცა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რექტორს - ბატონ გია კავთელიშვილს.