სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

„სეუ სტუდენტური სტარტაპი 2020“

15 იანვარი, 2020

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში სტუდენტებისთვის ბიზნეს იდეების კონკურსი ჩატარდა.

„სეუ სტუდენტური სტარტაპი 2020“ ოთხი ეტაპისგან შედგებოდა და  ერთთვიან მოსამზადებელ პერიოდს მოიცავდა.

მაქსიმუმ სამი სტუდენტისგან შემდგარმა გუნდებმა, საკუთარი ბიზნეს იდეა ელექტრონულად წარადგინეს, შერჩეული ბიზნეს იდეების ავტორებთან გასაუბრების შემდეგ, ფინალისტები გამოვლინდნენ, რომლებსაც სრულყოფილი ბიზნეს-გეგმის მომზადების პროცესში კონსულტაციებს მენტორები უწევდნენ.

ფინალურ ეტაპზე ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ორგანიზატორებსა და ექსპერტებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორი - გია კავთელიშვილი და სტარტაპ საქართველოს ხელმძღვანელი - გიორგი ლომიძე შედიოდნენ, კონკურსის ხუთი გამარჯვებული გუნდი დაასახელეს, რომლებიც რექტორის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის თებერვალში, ბაკურიანში, 3 დღიან ვორკშოპში მიიღებენ მონაწილეობას, თემაზე: „სტარტაპის დაწყება და მართვა“.

ასევე, ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა ბიზნეს იდეა, მენტორების დახმარებით, „სტარტაპ საქართველოს“ ვებ-გვერდზე დაფინანსების მოსაპოვებლად აიტვირთება.

 

Message body empty