დღეს, 28 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს ევროპის პარლამენტის დირექტორატის ხელმძღვანელი - რომან სტრასერი ესტუმრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სეუ-ს სტუდენტები, კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირები. მომხსენებელმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ევროკავშირის საქმიანობის ძირითადი ასპექტები, რა როლი აქვს ევროპის პარლამენტს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებათა სისტემაში.
სპიკერმა ასევე გააცნო სტუდენტებს კარიერული შესაძლებლობები - სტაჟირებისა და პრაქტიკის საშუალებები ევროკავშირში.