სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვაკანსია მოწვეულ ლექტორთათვის

11 თებერვალი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს მოწვეული ლექტორების ვაკანსიებს ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების წასაკითხად:

ბიზნესის მიმართულებით:
• ბიზნეს კომუნიკაციები;
• კვლევის მეთოდები ბიზნესში;
• მეწარმეობა.

მენეჯმენტის მიმართულებით:
• ხარისხის მენეჯმენტი მომსახურების სექტორში;
• პროექტის მენეჯმენტი.

ფინანსების მიმართულებით:
• საჯარო ფინანსების მართვა;
• რეგულირების გავლენის შეფასება (RIA);
• შესავალი კორპორაციულ ფინანსებში;
• ინვესტიციების შეფასება და ფინანსური პროგნოზირება;
• საქმიანობის შედეგების მართვა (performance management).

სამართლის მიმართულებით:
• გადახდისუუნარობის სამართალი;
• საკუთრების უფლების დაცვა საკონსტიტუციო და ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით;
• მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირის სამართალში და მათი საკანონმდებლო იმპლემენტაცია;
• სამართლებრივი აზრის ისტორია საქართველოში;
• სახელმწიფოების პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში;
• საერთაშორისო საჰაერო სამართალი;
• საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
• უმცირესობათა უფლებები;
• ძალის გამოყენების აკრძალვა.

სამუშაო პირობები:
დატვირთვა - საათობრივი (3 საათი კვირაში ერთი სასწავლო კურსის ერთ ჯგუფზე).
ანაზღაურება - საათობრივი; ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:
• CV;
• აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
• შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსის ხედვა.
დამატებითი კრიტერიუმები:
• უცხო ენის ცოდნა და უცხო ენაზე კურსის გაძღოლის კომპეტენცია;
• დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
• პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი სასწავლო კურსის ლექტორი.

Message body empty