სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური სტარტაპი 2020

24 თებერვალი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მასშტაბური პროექტის „სტუდენტური სტარტაპი 2020“ ფინალური ეტაპი 21-23 თებერვალს ბაკურიანში გაიმართა.

სეუ-ს სტუდენტებმა ბიზნეს იდეებზე 2 თვის განმავლობაში იმუშავეს და პროექტის მესამე ეტაპზე მენტორების ჩართულობით საკუთარი ბიზნეს იდეები საკონკურსო პროექტებად წარმოადგინეს.

სეუ-ს სტუდენტები, რომლებმაც სტუდენტური სტარტაპი 2020-ის ფარგლებში ბიზნეს იდეებზე იმუშავეს,  სტარტაპ საქართველოს საგრანტო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას; გამარჯვების შემთხვევაში კი ფინანსურ თანამონაწილეობას სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უნივერისტეტი სეუ.