სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსი

27 თებერვალი, 2020

ინტერიერის დიზაინის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ  დიზაინერებს, სტუდენტებს, დიზაინის სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის საბაზისო და აუცილებელი უნარები, რაც დაეხმარებათ შემდგომი განვითარებისთვის პროფესიული კუთხით.

კურსის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სხვადასხვა დიზაინ სტუდიაში, დაესწრებიან სამშენებლო პროცესს, გაეცნობიან სამუშაოს დეტალებს, რაც დაეხმარებათ კურსის განმავლობაში მიღებული  ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.

კურსს გაუძღვება THE WALL design studio-ს დამფუძნებელი, ინტერიერის დიზაინერი რუსუდან თუმანიშვილი.

კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო პროექტის ავტორები გაივლიან სტაჟირებას დიზაინ სტუდიაში, ხოლო კურსის საუკეთესო სტუდენტი  გაემგზავრება  იტალიაში, მილანის ცნობილ საერთაშორისო ავეჯის გამოფენაზე "Salone del mobile“. 


კურსის თემატიკა:

  • სივრცის კონცეფცია;
  • ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტები;
  • არქიკადის საფუძვლები, არქიკადში ტექნიკური ნახაზის შექმნა;
  • ინტერიერში გამოსაყენებელი მასალების შერჩევის პროცესი და მათი დეტალურად მიმოხილვა;
  • კომერციული და საჯარო სივრცის დაგეგმარება;
  • არქიკადში მოდელირება და კონცეფციის შემუშავება;
  • ფერების ფსიქოლოგია და მათი გამოყენება ინტერიერში;
  • განათება;
  • ტექსტილი და ავეჯის დეტალები ინტერიერში;
  • მასალებისა და ავეჯის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების გაცნობა;
  • ინტერიერის, შოურუმის და საგამოფენო ინსტალაციები;
  • გასვლითი, პრაქტიკული ლექცია დიზაინ სტუდიებში და ობიქტებზე;
  • MOODBOARD შექმნა კონკრეტული ინტერიერისთვის Photoshop-ში;
  • ინტერიერის  პროექტისთვის  პრეზენტაციის მომზადების წესები და დამკვეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • 3ds max ძირითადი საფუძველბი, მოდელირება, მოდიფკატორები;
  • 3ds max -ში პოლიგონების და ტექსტურების ახსნა ინტერიერში გამოსაყენებლად;
  • პრაქტიკა სხვადასხვა დიზაინ სტუდიებში;
  • ფინალური პროექტის პრეზენტაცია.

 
ყველა მეცადინეობა  მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. მსმენელები ჯგუფებად ან ინდივიდუალურად  შეძლებენ  თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას.

კურსის დასრულების შემდეგ  მსმენელები შეძლებენ  ნებისმიერი სივრცის დამოუკიდებლად დაგეგმვას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა   სერტიფიკატი.         

  • კურსის საფასური : 1200 ლარი
  • კურსის ხანგრძლივობა: 10  კვირა, 60 საათი
  • სალექციო დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი 19:00- 22:00 სთ.
  • სწავლა იწყება 24 მარტს!
  • კურსის გასავლელად შეავსეთ სარეგისტრაცი ბმული:
  • https://bit.ly/2w9YyVw  
  • და გადმოაგზავნეთ თქვენი CV (mail: [email protected]).
  • მონაწილეების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
  • სეუს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებზე მოქმედებს  20%-იანი ფასდაკლება!
  • სხვა ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებზე მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება!

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო
  • ელ-ფოსტა: [email protected]
  • ტელ: 032 2 90 00 00 555 29 63 28
  • საქართველოს ბანკი GE82BG0000000304043700GEL
Message body empty