სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფის შეხვედრა

26 თებერვალი, 2020

2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი ინტესივობის, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევისა და სახელმწიფოს მიერ ახალი კორონავირუსის პრევენციის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობის მიზნით, საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სეუ-ს რექტორი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი კორონავირუსის ორგანიზაციაში გავრცელების პოტენციური საფრთხეები და მისი თავიდან აცილების ღონისძიებები.

სეუ-ს ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესაბამისად განისაზღვრა ახალი კორონავირუსის პრევენციის პოლიტიკა და შესაბამისი პროცედურები, ასევე, ბიზნეს უწყვეტობის მართვის ჯგუფის შემადგენლობა. 

იქიდან გამომდინარე, რომ 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი ფაქტი დაფიქსირდა, შეხვედრაზე იმსჯელეს სასწავლო პროცესის განხორციელების ვადებზე, რომლის შედეგად გადაწყდა - 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ნაცვლად 2020 წლის 2 მარტისა დაიწყოს 2020 წლის 9 მარტს.

Message body empty