სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების რეჟიმში განახლდება

12 მარტი, 2020

სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების რეჟიმში განახლდება

ძვირფასო სტუდენტებო!

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სასწავლო პროცესს 16 მარტიდან დისტანციური სწავლების რეჟიმში განახორციელებს, ყველაზე თანამედროვე ონლაინ პლატფორმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

სტუდენტებს შესაძლებლობა გექნებათ, ლექციის ცხრილის მიხედვით ჩაერთოთ ონლაინ და გქონდეთ სრული ინტერაქციის შესაძლებლობა. პარალელურად, ლექციების ჩანაწერები განთავსდება seu.ini.ge-ზე, სადაც თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეძლებთ, ნახოთ.

რაც მთავარია, თქვენი სასწავლო ცხრილი არ შეიცვლება და მიმდინარე სემესტრი არ გაგიცდებათ!

სტუდენტებს ონლაინ პლატფორმაზე სარეგისტრაციო ბმული და პროცესის გზამკვლევი დაეგზავნებათ seu.ini.ge-ზე.

გთხოვთ, ნებისმიერი შენიშვნის ან კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდეთ ქოლცენტრს - ტელ: 032 2 90 00 00 ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

Message body empty