საზოგადოებაში მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ხელშეწყობის მიზნით, სეუ-ს რექტორმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - SEU-ს ყველა სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, მიეცეს სწავლის გადასახადის 50- დღიანი გადავადება, ანუ, 17 მარტიდან 5 მაისამდე საშეღავათო პერიოდი და გადავადებული თანხა მათთვის სასურველი გრაფიკით გადანაწილდეს მომდევნო თვეებზე!
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, SEU 16 მარტიდან Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით გადავიდა სრულ დისტანციურ სწავლა/სწავლებაზე სინქრონული (ინტერაქტიული) და ასინქრონული მეთოდებით!
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 032 290 00 00