სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტუდენტური სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია

29 აპრილი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს საკონფერენციო, კვლევითი ნაშრომების მიღებას სტუდენტურ სამეცნიერო, ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც გაიმართება 2020 წლის 16 ივნისს.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები;
  • მედიცინა;

კონფერენციის სამუშაო ენები:

  • ქართული;
  • ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება უფასოა;

  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.
  • ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია
  • სტუდენტური კვლევითი კონფერენციის ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ფორმატში
  • მონაწილეობის მსურველებმა თავიანთი ნაშრომები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2020 წლის 22 მაისისა
  • გამოგზავნა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: [email protected]
Message body empty