3 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით, უკვე მეორედ იმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “Covid 19-ის მონიტორინგი და მართვა”.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ აშშს, ბრიტანეთის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები, მოდერატორობას კი ინტენსიური თერაპიის ექიმი, ანესთეზიოლოგი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU-ს მოწვეული ლექტორი ბატონი ანზორ ჩომახიძე გაუწევს.
დისკუსიის მიზანია არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო როგორც ქართული, ასევე ევროპული და ამერიკული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. (https://www.facebook.com/seu.edu.ge/).
პანელ-დისკუსიაში მონაწილეობენ:
აღსანიშნავია, რომ ამ პლატფორმის გამოყენებით 26 აპრილს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით უკვე გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”, რომელიც უწყვეტად 4 საათის განმავლობაში 12 000-მდე "ფეისბუქ" მომხმარებლის მონაწილეობით ინტენსიური კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.
თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.