სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

COVID-19-ის პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევები

02 ივნისი, 2020

“საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU”-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ინიციატივით, 4 ივნისს 19 საათზე, გაიმართება ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: "COVID-19-ის პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევები".

ხშირად პოსტ კრიზისული პერიოდი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სოციალურ ურთიერთობებს გამოწვევების წინაშე აყენებს. პანელური დისკუსიის მიზანია დარგის სპეციალისტების მიერ პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევების შესახებ მსჯელობა და სტრეს ფაქტორებთან გამკლავების სტრატეგიების გაზიარება.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განათლების სპეციალისტები, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან.

პანელურ-დისკუსიას მოდერატორობას გაუწევს “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი და ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი გიორგი დონაძე.

შეხვედრა გაიმართება ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ლაივის საშუალებით: https://www.facebook.com/seu.edu.ge/

შეკითხვების და მოსაზრებების გაზიარება პანელური დისკუსიის თემის ირვლივ სპიკერებთან შესაძლებელი იქნება ლაივ რეჟიმში კომენტარების სახით

პანელ-დისკუსიის სპიკერები არიან:

სოფია ქუნ-ნატრიაშვილი

ვენის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიული დეპარტამენტის უფროსი ექიმი, ვენის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოზარდთა ფსიქიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი ექსპერტი. ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული ცენტრის "სანნი ქიდს"- ისა და ,,SEU კლინიკის” მოწვეული სპეციალისტი;

თემა: პანდემიის გავლენა ბავშვისა და მოზარდის მენტალურ ჯანმრთელობაზე

მაგდა ფერაძე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი, ფსიქო თერაპიის სახლ ,,კამარას’’ ფსიქოთერაპევტი, გეშტალტთერაპევტი;

თემა: პანდემია და ადიქტები

ნოდარ სარჯველაძე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აფილირებულიპროფესორი, ფსიქოლოგ-კონსულტანტი;

თემა: ფსიქოკონსულტირებაკოვიდ-19-თანთანაცხოვრებისპირობებში

თამუნა აზმაიფარაშვილი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი, ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი.

თემა: იზოლაციიდან-ინტეგრაციამდე

ეკა ჭყონია 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მოწვეული ლექტორი, ფსიქიატრი, საქართველოსფსიქიატრთა ასოციაციის თავმჯდომარე;

თემა: ფსიქიკური აშლილობების პრევენცია ეპიდემიისა და სოციალური იზოლაციის პირობებში

ნინო ოკრიბელაშვილი

ფსიქიატრი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე;

თემა: პოსტ პანდემიური ეპოქისთვის ფსიქო-სოციალური მზაობა

შორენა რუხაძე 

ბავშვთა და მოზარდთა ნეიროფსიქიატრიული ცენტრის "სანნი ქიდს"- ის ადრეული განვითარების სპეციალისტი;

თემა: დისტანციური მუშაობა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში

ნინო ლაბარტყავა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მენეჯერი;

თემა: დაწყებით კლასებში ონლაინ სწავლების დადებითი მხარეები და გამოწვევები

ილია ნიკაჭაძე

ფსიქოკონსულტანტი, პორტალ psychologist.ge დამფუძნებელი;

თემა: პანდემიის შემდგომი ოჯახური ურთიერთობები

ანა არველაძე

სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, ნლპოსტატი, ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი, ქოუჩი, ტრენერი;

თემა: კრიზისი, როგორც შესაძლებლობა;

Message body empty