სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა

10 ივლისი, 2020

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-სა და ნეირონის ხელოვნური ინტელექტის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას აღნიშნულ ინსტიტუციებს შორის.  მემორანდუმის ფარგლებში, SEU-ში სექტემბრიდან ხელოვნური ინტელექტის სწავლების კურსი დაიწყება, რომლის მიზანიცაა განავითაროს და ახალ საფეხურზე აიყვანოს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის განათლება საქართველოში.

მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბატონი ერიკ ილესი.

კურსდამთავრებულები მიიღებენ უმცროსი ინჟინრის სერტიფიკატებს, წარმატებულ სტუდენტებს მიეცემათ სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობა კურსის დამთავრებისთანავე, როგორც ნეირონის კომპანიასა და პროექტებში, ასევე სხვა ბიზნეს თუ საჯარო სფეროებში.

Message body empty