სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

აკადემიური კონკურსი მედიცინის მიმართულებით

20 აგვისტო, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის ინგლისურენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

  • ჯანდაცვის მიმართულებით მედიცინის დარგში მედიცინის საფუძვლების სასწავლო კურსების ფარგლებში - პროფესორი - 2 ვაკანსია, ასოც. პროფ. – 1 ვაკანსია, ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია
  • ჯანდაცვის მიმართულებით მედიცინის დარგში შინაგანი მედიცინის სპეციალობის სასწავლო კურსებში - პროფესორი - 5 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია, ასისტენტი - 1 ვაკანსია
  • ჯანდაცვის მიმართულებით მედიცინის დარგში ქირურგიის სპეციალობის სასწავლო კურსებში - პროფესორი - 5 ვაკანსია; ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია, ასისტენტი - 1 ვაკანსია
  • ჯანდაცვის მიმართულებით მედიცინის დარგში კლინიკური და პროფესიული უნარების სასწავლო კურსების ფარგლებში - პროფესორი - 1 ვაკანსია, ასისტ. პროფ. – 1 ვაკანსია
  • ჯანდაცვის მიმართულებით მედიცინის დარგში მედიცინა და საზოგადოების სასწავლო კურსის ფარგლებში - პროფესორი - 1 ვაკანსია, ასისტ. პროფ. – 1 ვაკანსია, ასისტენტი - 1 ვაკანსია
  • კვლევითი უნარების მიმართულებით - პროფესორი - 1 ვაკანსია, ასისტ. პროფ. - 1 ვაკანსია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
  • შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხედვა;
  • სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

  • საზღვარგარეთ (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი;
  • საზღვარგარეთ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
  • უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
  • შესაბამისი დარგის პროგრამის განხორციელების ხედვა და სასწავლო კურსის საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების საგანმანათლებლო პროგრამის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით: 
დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ-ერთი შემდეგი ნიშნით:

  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სამედიცინო სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაბამისობაში უნდა იყოს შეთავაზებული სასწავლო კურსების შინაარსთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით;
  • საზღვარგარეთ (აშშ და ევროპის ქვეყნებში) პრაქტიკული ან სამეცნიერო-კვლევითი ან პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის აკადემიური ხარისხით ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხით;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისთვის);
  • შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

  • დარგის ადეკვატური პროფესიული გამოცდილება – არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება, რაც დაკავშირებულია მედიცინის დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (შეთავაზებული სასწავლო კურსების შესაბამისი მიმართულებით);
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა.
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე: 

  • მოქმედი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სტატუსი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან - შესაბამისი აღიარების დოკუმენტის წარმოდგენის პირობით - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შესაბამისი სამედიცინო სპეციალობით კლინიკური პრაქტიკის გამოცდილება (კლინიკური მიმართულებებისათვის)

დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • მედიცინის ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების განხორციელების გამოცდილება.


საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით.
  • ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია – კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).
  • კლინიკური დისციპლინებისთვის - შესაბამისი კლინიკური პრაქტიკის დამადასტურებელი დოკუმენტაცია


კონკურსანტის ინგლისურ ენაზე საკომუნიკაციო კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:

  • საერთაშორისო სერტიფიკატის – Cambridge FCE, IELTS 5 და მეტი, TOEFL iBT 87-109, PTE General Level 3, PTE Academic 59-75, Trinity ISE II – წარმოდგენით;
  • აკრედიტებულ ინგლისურენოვან პროგრამაში სასწავლო კურსის ხელმძღვანელობის ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით;
  • კონკურსის ფარგლებში საუნივერსიტეტო გამოცდის გავლით.

კონკურსის ეტაპები:

  • კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)
  • ტესტირება ინგლისურ ენაში კომპეტენციის დასადასტურებლად (ჩაუტარდება იმ კონკურსანტებს რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს);
  • საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება)

კონკურსის პირობები:

  • საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

კონკურსანტების შერჩევა განხორციელდება:

  • პირველ ეტაპზე – ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით
  • მეორე ეტაპზე – ენობრივი კომპეტენციის დადასტურებით – იმ კონკურსანტებისთვის რომლებიც არ წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე სწავლის/სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციას ან შესაბამისი დონის ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • მესამე ეტაპზე – საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთანაც შესაბამისობის შეფასებით.
  • კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კონკურსის ვადები:

  • გამოცხადებულია 2020 წლის 14 აგვისტოს.
  • თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით.
  • პირველი ეტაპი - საბუთების გადარჩევა - ჩატარდება 21-22 სექტემბერს.
  • მეორე ეტაპი – ტესტირება ინგლისურ ენაში – ჩატარდება - 23 სექტემბერს
  • მესამე ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ¬ ჩატარდება 24 და 25 სექტემბერს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).
  • გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 28 სექტემბერს.
  • სააპელაციო განაცხადები მიიღება 29 სექტემბრის ჩათვლით.
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 30 სექტემბერს.
  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9 ან გამოაგზავნონ უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე. საკონტაქტო ელ-ფოსტა: [email protected] ტელ: 2 90 00 00 

Message body empty