სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ვაკანსია თარჯიმანი

09 სექტემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციაა.

ჩვენ ვუქმნით საუკეთესო გარემოს შედეგზე ორიენტირებულ და ინიციატივიან პროფესიონალებს.

სეუ-ში მუშაობის დაწყების შემთვევაში თქვენ მოხვდებით საინტერესო და კოლეგიალურ ატმოსფეროში. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სამუშაო გარემოს სრულყოფაზე

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  აცხადებს ვაკანსიას თარჯიმანის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი :  ქ.თბილისი

სამუშაო გრაფიკი : სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფორმაციის თარგმნა ინგლისურიდან ქართულ და ქართულიდან ინგლისურ ენაზე (ვებ გვერდისთვის, სოციალური მედიის არხებისთვის, ბეჭდური მედიისთვის);
  • შიდა საკომუნიკაციო დოკუმენტაციის თარგმნა;
  • ორგანიზაციაში გამართული ღონისძიებების, შეხვედრების, საჯარო ლექციების თარგმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება : ბაკალავრი
  • განათლების სფერო:   უცხო ენები
  • სამუშაო გამოცდილება : 1 წელი, სასურველია სინქრონული თარგმნის გამოცდილება
  • კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა : MS office
  • წერილობითი და ვერბალური თარგმნის მიმართულებით - მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

კომპეტენცია და უნარები: 

  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  •  ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწავლასა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty