სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტაჟირება ქოლ ცენტრში

10 სექტემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას   სეუს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის  ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. 

სტაჟიორის პოზიციაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ.#9
ხანგრძლივობა: 3 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირებას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან შესაბამის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: არასრული  სამუშაო გრაფიკი

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა:  2

ანაზღაურება: 300 ლარი

-სამუშაოს აღწერა:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი( სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება).
  • გამავალი ზარის განხორციელება და ინფრომაციის მიწოდება სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
  • სასწავლო ბაზაში არსებული საინფორმაციო ველის ყოველდღიური მონიტორინგი და შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
  • პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება.
  • სოციალურ ქსელში შემოსულ შეტყობინებენზე პასუხის გაცემა

 ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  •  ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი

(რუსულის  ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა( Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, E_ mail, internet )
  • გამართული მეტყველება

-უნარ-ჩვევები

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
  • კონფლიქტებისა და დავების მართვა
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტიანი მართვა
  • ინფორმაციის შეგროვება
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი

განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს რეზიუმე / CV (ფოტოთი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20/09/2020

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც.