საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა.
იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ ბაკალავრის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე განსაზღვრულია მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს №534 დადგენილებით.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას:
განთავსებულია ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია და სხვა საჭირო ინფორმაცია.
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2020 წლის 7 სექტემბრის 9:00 საათიდან 28 სექტემბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით.
სამინისტროს ვებგვერდზე https://www.mes.gov.ge/content.php?id=10984&lang=geo