სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გრძელდება მიღება 2020 წლის სამაგისტრო პროგრამებზე!

16 სექტემბერი, 2020

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან  და მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორის ბრძანებით გაგრძელდება საბუთების მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

2020 წელს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სთავაზობს სამაგისტრო ფინანსური შეღავათების სპეციალურ სისტემას:

ფინანსური შეღავათები

საბუთების წარმოდგენის ვადები:

  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, ორშაბათი-პარასკევი: 11:00 საათიდან 19:00 საათამდე; შაბათი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე;

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები
  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
  • სამხედრო მიწერის მოწმობა - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის
  • ფოტოსურათი 3x4 (CD)

უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, აუცილებელი პირობაა, სტუდენტი გამოცხადდეს მითითებულ დროს, თან იქონიოს პირბადე და შენობაში შემოსვლის დროს გაიაროს უსაფრთხოების მიზნით გაწერილი პროცედურები (დეზობარიერის გავლა, ტემპერატურის გაზომვა, ხელების დეზინფექცია). წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციაზე არ დაიშვება.

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა ინგლისურ ენაში

გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში. 

  • თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს (Cambridge FCE, BEC Vantage, IELTS 5-6.5, TOEFL iBT 87-109)
  • გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 28 სექტემბერს, გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება - 30 სექტემბერს.
  • საგამოცდო დროებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ SMS შეტყობინების სახით.
  • საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს. 

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე:

          თბილისი, წინანდლის ქ.N17 უნივერსიტეტის ახალი კამპუსი პირველი სართული.

Message body empty