არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

18 სექტემბერს, SEU-მ ევროპის ახალგაზრდული ონლაინ ჩემპიონატის გახსნას უმასპინძლა

18 სექტემბერი, 2020

ჩემპიონატი გახსნეს SEU-ს რექტორმა - გია კავთელიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა - გია გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა - ზურაბ აზმაიფარაშვილმა, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ - ნონა გაფრინდაშვილმა.
ჩემპიონატი ოთხ (12;14;16;18წწ.)ასაკობრივ კატეგორიად გაიმართება და მასში 40 ქვეყნის 750 მოჭადრაკე მონაწილეობს, საქართველოდან კი 24 ქართველი მოზარდი. ასპარეზობა 3 დღეს გაგრძელდება და შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება.
პარტიების პირდაპირი ჩვენება შემდეგ ბმულზე იხილეთ: https://chess24.com/en/watch/live-tournaments/european-online-youth-championship-2020-u18/1/1/1