არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

09 ოქტომბერი, 2020

სასწავლო პროცესი დაიწყება მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დისტანციურად ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.

დისტანციური სწავლების რეჟიმში ჩართვის მიზნით საჭიროა კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში გადმოწეროთ და დააინსტალიროთ ZOOM აპლიკაცია მითითებული ლინკიდან: https://zoom.us/download

იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია https://bit.ly/2UdG2UO
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (emis.seu.edu.ge) შესასვლელად აუცილებელია გამოიყენოთ უნივერსიტეტის მიერ შექმნილი კორპორატილი მეილები და თქვენი პირადი ნომერი, რომელიც დაგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა) დაიწყება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის 20:00 საათიდან emis.seu.edu.ge-ზე. სალექციო დროების ნახვა შეგეძლებათ 10 ოქტომბრის 13:00 საათიდან თქვენს ელექტრონულ პორტალზე.
საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გაიმართება სამშაბათს 13 ოქტომბერს. შეხვედრის დროს და ZOOM-ის ლინკს მიიღებთ 12 ოქტომბერს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.