სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ინფორმაცია 19 ოქტომბრიდან SEU-ში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით

16 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს გააგრძელებს ჰიბრიდული ფორმატით.

ლაბორატორიული/პრაქტიკული კურსები ჩატარდება არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით.

საჭიროების შემთხვევაში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია პრაქტიკული კომპონენტი გაცილებით უსაფრთხო პერიოდში დაიგეგმოს.

თეორიული კურსები, ლექცია/სემინარები კი განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში.

სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილი და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

უნივერსიტეტი ითვალისწინებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.

გადაწყვეტილება მიღებულია ყველა ფაქტორის გათვალისწინებით.

Message body empty