არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-მ კარიერული განვითარების ონლაინ კვირეულს უმასპინძლა

19 ოქტომბერი, 2020

12 – 16 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ კარიერული განვითარების ონლაინ კვირეულს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც წამყვანი კომპანიების HR მენეჯერებმა და წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: როგორ ვიპოვოთ სასურველი სამსახური? როგორ დავსაქმდეთ სასურველ კომპანიაში? როგორ შევადგინოთ ეფექტური სამოტივაციო წერილი და  სხვა.

კვირეული SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

კარიერული განვითარების კვირეული მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული წინსვლის განვითარებას.