კონკურსი ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე
25 ნოემბერი, 2020
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს კონკურსს ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები :
- პროგრამის განვითარება, მისი განხორციელების და მოდიფიცირების პროცესის კოორდინირება;
- საგანმანათლებლო პროგრამის სისტემატური ანალიზი, მისი განხორციელების გაუმჯობესების მიმართულებების დადგენა და რეკომენდაციების შემუშავება.
- სხვა ფუნქციების შესრულება, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერილობით და დაკავშირებულია მის ძირითად ამოცანებთან და ფუნქციებთან.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი) ტურიზმის მიმართულებით;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის (პროგრამების შემუშავებაში, მოდიფიცირებაში, მონაწილეობა) არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტურიზმის მიმართულებით სამეცნიერო/პედაგოგიური მოღვაწეობის უწყვეტი სტაჟი ბოლო 3 წლის განმავლობაში;
კომპეტენციები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- მიზნების და შედეგების მიღწევაზე ორიენტირების უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სტრატეგიული აზროვნების უნარი;·
სავალდებულოა ინგლისური ენის ფლობა არანაკლებ B2 დონეზე;
სამუშაო გრაფიკი - სრული
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV (პუბლიკაციების მითითებით)
- აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი
- სამოტივაციო წერილი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 29 ნოემბერი.
ელ-ფოსტაზე: hr@seu.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი პოზიციის
დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!