სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ კვირეული - „გაიცანი პროფესია“

07 დეკემბერი, 2020

1-6 დეკემბერის ჩათლით, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, მენეჯმენტის პროგრამის ორგანიზებით, უმასპინძლა ონლაინ კვირეულს - „გაიცანი პროფესია“.

კვირეულის ფარგლებში, აბიტურიენტები და სტუდენტები გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია და რეკომენდაციები წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული სპიკერებისგან, რაც ხელს შეუწყობს,  უკეთ დაგეგმონ მომავალი კარიერა.

კვირეულის ფარგლებში განხილული იყო  შემდეგი  მიმართულებები:

  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მენეჯერი
  • ბიზნეს კონსულტანტი
  • მარკეტინგის მენეჯერი
  • მკვლევარი/ანალიტიკოსი
  • სასტუმროს მენეჯერი
  • ღონისძიებების მენეჯერი
  • HR მენეჯერი და ქოუჩი
  • პროექტების მენეჯერი

სპიკერებმა დეტალურად განიხილეს მენეჯერული პოზიციის სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ:

  • ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები;
  • დასაქმების სფეროები;
  • საჭირო უნარები;
  • საშუალო ანაზღაურება
  • გამოწვევები/ კარიერული შესაძლებლობები და სხვა.
Message body empty