არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პრეზენტაცია - "საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება".  

07 დეკემბერი, 2020
4 დეკემბერს,  ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის  ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია - "საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება".  
პროექტის მონაწილეებს მიესალმა:
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - პროფესორი მერაბ ტურავა; 
  • „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG)  პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ჩხეიძე
  • აღნიშნული კვლევის მიზანია შეიქმნას ნაშრომის,  რომლის მიზანიც არის დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სისტემური ცოდნა საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოების ძირითად საკითხებზე. 
  • რედაქტორმა -  SEU-ს ვიცე-რექტორმა სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით, სამართლის დოქტორმა  ანა ფირცხალაშვილმა და ავტორებმა - ბესიკ ლოლაძემ – SEU-ს პროფესორი
  • ზურაბ მაჭარაძემ – SEU-ს პროფესორი წარადგინეს საკვლევი თემატიკა , მოისმინეს კოლეგების, სფეროს სპეციალისტებისა და სტუდენტების მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს ნაშრომის შინაარსი, რომ მან ამოწუროს ყველა ის საკითხი, რაც აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
პროექტის პარტნიორებს დონორ ორგანიზაციებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს იურიდიული  ფაკულტეტის დეკანმა თეა ჯუღელმა. 
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/PROLoG)  და დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით.