არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ჯონათან დერდენის ონლაინ საჯარო ლექცია

19 დეკემბერი, 2020

18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა ჯონათან დერდენის - PHD MEDIA-ს დამფუძნებლის ონლაინ საჯარო ლექცია, რომელსაც 60-მდე სტუდეტნი დაესწრო.

ჯონათანი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია კომუნიკაციების კომპანია PHD Media - ის დამფუძნებელი, კომპანია Havas Media - ის კრეატიული პარტნიორი და ამ სფეროს წამყვანი ექსპერტი.

ჯონათანმა PHD Media 1990 წელს ლონდონში პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და დღეს ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია, 15 მილიარდი ფუნტი წლიური ბრუნვით, 7000 - მდე თანამშრომელით 100 ოფისით მსოფლიოს მასშტაბით.

ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

  • როგორ გაჩნდა კომპანიის შექმნის იდეა
  • რას ემსახურება PHD MEDIA
  • რა წინააღმდეგობები გაიარა ორგანიზაციამ
  • მედია კომუნიკაციების როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში
  • მედია ბიზნესის განვითარების ეტაპები
  • როგორ მოვიზიდოთ კლიენტები, როდესაც დამწყები კომპანია ხარ

სპიკერმა სტუდენტებს გაუზიარა პირადი ბიზნეს გამოცდილება, მისცა მათ რეკომენდაციები და ამომწურავად უპასუხა მათთვით საინტერესო ყველა შეკითხვას.