სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გახდით SEU-ს საერთაშორისო პროექტის მონაწილე

30 დეკემბერი, 2020

სეუ სტუდენტებს გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ საერთაშორისო პროექტის მონაწილე რომელიც British Council-ის ფინანსური მხარდაჭერით და ბრიტანული კომპანია Advantage Creative -ის ტექნიკური უზრუნველყოფით მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია სტუდენტებში მეწარმეობის უნარების განვითარება, რაზეც ბირმინგემის უნივერსიტეტის და Advantage Creative -ის ექსპერტები იზრუნებენ დაგეგმილი ვოკშოპების ფარგლებში.

ვორკშოპები ჩატარდება 20 იანვრიდან 24 თებერვლამდე კვირაში ერთხელ ზუმის პლატფორმის საშუალებით პროექტის ბოლოს ჩატარდება ონლაინ ჰაკათონი სადაც სეუს სტუდენტებს სხვა სტუდენტებთან ერთად საშუალება მიეცემათ ჯგუფური მუშაობის პრინციპით
მოახდინონ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება, გამოიმუშაონ კრეატიული აზროვნება და მიიღონ იდეის დამუშავების გამოცდილება.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 2021 წლის 18 იანვრამდე შემდეგ ბმულზე:

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ სეუს საერთასორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

Message body empty