არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სიახლეები

04 მარტი, 2019

სახელმწიფო სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველები მობრძანდით სეუ-ს დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტში 1 მარტიდან 31 მარტის ჩავლით, სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინეთ წერილობითი თანხმობა სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

22 ნოემბერი, 2018

21 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ Georgian National University SEU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ხელისმოწერით ერთის მხრივ პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ, მეორეს მხრივ კი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს რექტორმა გია კავთელიშვილმა დაადასტურა. გივი მიქანაძე: „სეუ-ს ზრდა და მიღწევები თვალსაჩინოა არა მხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო დონეზეც, ის მოწინავეა ინფრასტრუქტურული განვითარებითაც, რაშიც მათი მხრიდან დიდი ძალისხმევაა ჩადებული და მიზანმიმართულია მაღალი ხარისხისა და სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცის შეთავაზებისკენ. პროგრესულ უნივერსიტეტებს განათლების ხარისხის ამაღლებაში ძალიან დიდი როლი აქვთ.-

19 ნოემბერი, 2018

ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებს და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები

17 ნოემბერი, 2018

ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019-ისთვის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები

16 ნოემბერი, 2018

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით 17 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით “სეუ-ს სტუდენტური დღეები 2018” გაიმართება, რომელიც მიეძღვნება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს. სტუდენტური დღეების გახსნა (საზეიმო კონცერტით SEU Art Project-ის მონაწილეობით) და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, SEU-ს ვერანდაზე. სტუდენტური დღეების ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის, კულტურის და ინტელექტუალური კონკურსების სხვადასხვა მიმართულებებით.

09 ნოემბერი, 2018

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწვევს მაგისტრატურის სტუდენტებს კონკურსში „ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის“ მონაწილეობის მისაღებად. მსურველმა, 2018 წლის 1 დეკემბრამდე, საჯარო სამსახურის ბიუროს ელ-ფოსტაზე: info@csb.gov.ge უნდა გამოაგზავნოს ნაშრომი, რომლის ფარგლებში წარმოადგინოს თავისი ორიგინალური იდეა საქართველოს საჯარო სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებით.

სიახლის გამოწერა