სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამოქალაქო განათლების უფასო პრაქტიკული კურსი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სამართლის პროგრამა, სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს სამოქალაქო განათლების ორთვიან, უფასო, პრაქტიკულ კურსს.

კურსის მიზანია სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსი დატვირთული იქნება გუნდური სავარჯიშოებითა და როლური თამაშები.


კურსის ფარგლებში, მოსწავლეები ეცნობიან შემდეგ სამართლებრივ საკითხებს:

  • სამართალი და სამართლებრივი სისტემები;
  • კონსტიტუცია და დემოკრატია;
  • საკანონმდებლო ხელისუფლება;
  • სასამართლო ხელისუფლება;
  • ადამიანის ძირითადი უფლებები;
  • სამოქალაქო სამართალი;
  • სისხლის სამართალი;
  • არასრულწლოვანთა უფლებები და სხვა.

კურსი განსაკუთრებულ დახმარებას უწევს იმ მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან სამართლის დარგით და გეგმავენ სამართლის პროგრამაზე ჩაბარებას. კურსზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ კურსი ახლაც მიმდინარეობს.

სამოქალაქო განათლების შემდეგ პრაქტიკულ კურსში მონაწილეობისთვის გვადევნეთ თვალი.

Message body empty